"უკრაინაში ომის შედეგი განსაზღვრავს გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას" | ჩეხეთის პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

"უკრაინაში ომის შედეგი განსაზღვრავს გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას", - ამის შესახებ ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე განაცხადა.

"ეს კონფლიქტი მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში, რადგან მისი შედეგები განსაზღვრავს გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას და ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობების ბუნებას", - განაცხადა პაველმა.

მან რუსეთის ამჟამინდელი ქმედებები შეადარა ნაცისტური გერმანიის ქმედებებს, მეორე მსოფლიო ომის დროს.

"ამისთვის რუსეთი სასამართლოში უნდა აგოს პასუხი. ამდენად, ჩვენ მოვუწოდებთ შექმნას საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელიც დასჯის დანაშაულებს, რომლებიც დაუსჯელი არ უნდა დარჩეს", - აღნიშნა პაველმა.

მისივე თქმით, შესაძლოა რუსეთი არ იყოს ერთადერთი გამოწვევა. გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩინეთი შეიძლება გახდეს კიდევ უფრო საშიში, რადგან პეკინი ეძებს არა თანაბარ თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან, არამედ გლობალურ დომინირებას. 

პაველის აზრით, დემოკრატიული სამყაროს ერთადერთი გზა, რომ გაუმკლავდეს ავტორიტარულ რეჟიმებს, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, არის გაერთიანება და არა მხოლოდ ევროკავშირის ან NATO-ს შიგნით, არამედ მსოფლიოს ყველა ადამიანის ჩართვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი