
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპიკერმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ რუსულ ძალებს არ აქვთ რესურსი ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციებისთვის და ძირითადად თავდაცვაზე არიან ორიენტირებულნი.
მისივე თქმით, მოსკოვს ჯერ კიდევ შეუძლია შეინარჩუნოს სარაკეტო დარტყმების ამჟამინდელი ტემპი.
"ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში თავდაცვისთვის ემზადებოდნენ და ეს არის სერიოზული ფაქტორი, რომელსაც უკრაინის სარდლობა, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის მომზადებისას", - ამბობს ის.
იუსოვ ამბობს, რომ ზამთრის შემდეგ რუსული სარაკეტო დარტყმის სამიზნეები შეიცვალა და მათი ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა. მისივე თქმით, რუსი სამხედროები ასევე განიცდიან გარკვეული ტიპის რაკეტების დეფიციტს, როგორიცაა კალიბრი.
"ისინი აქტიურად ეძებენ გზებს კომპენსაციისა და არა მარტო შაჰედების ჩანაცვლებისთვის. ისინი ეძებენ იარაღს მთელ მსოფლიოში. ჯერჯერობით ეს მცდელობები არც თუ ისე წარმატებულია", - თქვა მან.
ამის მიუხედავად, იუსოვის თქმით, რუსეთის შეუძლიათ შეინარჩუნონ თავდასხმების ინტენსივობა, რადგან მათ ჯერ კიდევ აქვთ S-300 რაკეტების დიდი მარაგი, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი განადგურება გამოიწვიოს.