
ისლანდია უკრაინას სოლიდარობის ნიშნად საველე ჰოსპიტალს გადასცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, პრემიერმინისტრ კატრინ იაკობსდოტირზე დაყრდნობით ავრცელებს.
იაკობსდოტირის ინფორმაციით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისლანდიის პარლამენტმა დაუჭირა მხარი.
"ეს ჟესტი ჩვენი უცვლელი სოლიდარობის სიმბოლოა", - წერს კატრინ იაკობსდოტირი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ მარტში ისლანდიის პრემიერმინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად კიევში ჩავიდა , მაისის დასაწყისში კი მონაწილეობა მიიღო ჰელსინკიში, ჩრდილოეთ ევროპისა და უკრაინის ლიდერების სამიტში.