უკრაინელმა სამხედროებმა რუსების საბრძოლო მასალის საწყობი ააფეთქეს | უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა რუსების საბრძოლო მასალის საწყობი ააფეთქეს.

როგორ უწყება ყოველდღიურ ანგარიშში წერს, რუსები ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდივისა და მარინის მიმართულებებზე აგრძელებენ. საომარი მოქმედებების ეპიცენტრი ისევ  ბახმუტი და მერიინკა რჩება.

მათივე ცნობით, ბახმუტისთვის მძიმე ბრძოლები ისვე  გრძელდება. დღის განმავლობაში მტერმა წარუმატებელი შეტევითი მოქმედებები ჩაატარა ივანოვსკის დასახლების მიმართულებით.

გარდა ამისა, მარინკას მიმართულებით უკრანელებმა მოიგერიეს მტრის მრავალი შეტევა ქალაქ მარინკას მიდამოში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი