
ბოლო ორი დღის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტის მიმდებარე ზოგიერთ რაიონში 350 მეტრიდან 2 კილომეტრამდე დაწინაურდნენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა სერგეი ჩერევატიმ იედინი ნოვინის ტელემარეთონის ეთერში განაცხადა.
"წინა ორი დღის განმავლობაში, ჩვენი ჯარები სხვადასხვა დისტანციებზე დაწინაურდნენ: 350 მეტრიდან ორ კილომეტრამდე, მაგრამ მტერი სასტიკი წინააღმდეგობას უწევს. ასევე, მტერი ახორციელებს შეტევით მოქმედებებს. ამ დღის განმავლობაში ბახმუტის მიმართულებით მოხდა 34 საბრძოლო შეტაკება, მტერმა 479-ჯერ ესროლა ჩვენს პოზიციებს სხვადასხვა სისტემითა და არტილერიით, ასევე განხორციელდა ოთხი საჰაერო იერიში", - თქვა მან.
ჩერევატის თქმით, უკრაინელებმა ასევე გაანადგურეს 149 ოკუპანტი, დაჭრეს 160 და ტყვედ აიყვანეს 6.