საქართველოში ფრენების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, "აზიმუტმა" აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო

გამოქვეყნდა:

რუსულმა ავიაკომპანიამ "აზიმუტმა" (Azimuth Airlines)  რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელი ქვეყნების სიიდან ამოიღო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აღნიშნულს სოციალურ ქსელებში მოქალაქეების კრიტიკა მოჰყვა. 

"აზიმუტი" მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულებას ხვალიდან, 17 მაისიდან დაიწყებს. 

10 მაისს ცნობილი გახდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულება, რომლის მიხედვითაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდა, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა. 

15 მაისს საქართველოს ავიაციის სააგენტომ საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა ავიაკომპანია Azimuth Airline-ს მისცა.  სამოქალაქო ავიაციაში ამბობენ, რომ ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. მათივე ცნობით, კომპანია კვირაში 7 რეისს შეასრულებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი