
პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინული ძალების სწავლების პროგრამის დაწყებამდე, გერმანიაში 31 M1 Abrams-ის ტიპის ტანკი ჩავიდა.
პენტაგონის პრესსპიკერის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები გერმანიაში წვრთნებს უახლოეს რამდენიმე კვირაში დაიწყებენ. წვრთნების პროგრამა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება, ხოლო უკრაინაში ტანკები შემოდგომაზე გაიგზავნება.
როგორც პრესსპიკერმა აღნიშნა, ტანკები, რომლებიც ახლა გერმანიაში იგზავნება, განკუთვნილია უკრაინელი ეკიპაჟის მოსამზადებლად, ხოლო ტანკებს, რომლებსაც უკრაინაში გაგზავნიან, აახლებენ და გადაზიდვისთვის ამზადებენ.