გასულ დღეს რუსებმა დონეცკისა და ხარკოვის ოლქებში სულ მცირე 6 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და 5 დაჭრეს

გამოქვეყნდა:

გასულ დღეს, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკისა და ხარკოვის ოლქებში სულ მცირე ექვსი ადამიანი მოკლეს და ხუთი დაჭრეს სარაკეტო თავდასხმების შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ცნობით, ოკუპანტებმა ქალაქ ავდიივკაში ოთხი სამოქალაქო პირი მოკლეს, დონეცკის მასშტაბით კი 4 ადამიანი დაშავდა. 

"15 მაისს რუსმა თავდამსხმელებმა დონეცკის რეგიონის ქალაქ ავდიივკას 4 მაცხოვრებელი მოკლეს. გარდა ამისა, ოკუპაციის დროს მოკლული ერთი ადამიანის ცხედარი იქნა აღმოჩენილი სოფელ ბოგოროდიშინეში. კიდევ ოთხი სამოქალაქო პირი დაიჭრა დონეცკის ოლქში," - წერს კირილენკო Telegram-ზე

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ცნობით, რეგიონში რუსებმა ორი სამოქალაქო პირი მოკლეს, კუპიანსკის რეგიონის სოფელ დვორიჩნაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს. სოფელში დაიჭრა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი