ქრთამის აღების საქმეზე უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და კიდევ ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციულმა სააგენტოსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის ცნობით, ქრთამის აღების საქმეზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გარდა კიდევ ერთი პირი დააკავეს. 

უწყებებში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება.

"ამჟამად დაკავებულია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მიმდინარეობს ღონისძიებები სხვა პირების და სისხლის სამართლის დანაშაულში მათი მონაწილეობის დასაზუსტებლად", - განაცხადა პროკურორმა.

გამოძიებამ თანხაც ამოიღო. 

ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ ეს არის ყველაზე რეზონანსული შემთხვევა მათი მუშაობის ისტორიაში. მისი თქმით, ბიურომ მიიღო ინფორმაცია "დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობის შესახებ შუამავლების, მოსამართლეების, ხელისუფლების სასამართლო შტოს ხელმძღვანელობის მონაწილეობით". იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი