უკრაინამ 1 წელში აზოვსტალის 500-მდე დამცველის დაბრუნება შეძლო, 2000-ზე მეტი კი ამ დრომდე რუსულ ტყვეობაშია

გამოქვეყნდა:

ერთი წლის განმავლობაში, უკრაინამ მოახერხა აზოვსტალის 500-მდე დამცველის დაბრუნება, ხოლო 2000-ზე მეტი ამ დრომდე რუსულ ტყვეობაში რჩება. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "Council of Wives and Mothers "Women of Steel"-ის ხელმძღვანელმა ნატალკა ზარიცკამ აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან გასვლის ერთი წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ერთი წლის განმავლობაში 500-მდე დამცველი დავიბრუნეთ. 2000-ზე მეტიკი ჯერ კიდევ იმყოფება რუსულ ტყვეობაში. მათთან ერთად მათი ნათესავები და მეგობრები მთელი წელი გაურკვევლობის ჯოჯოხეთში არიან" - განაცხადა ზარიცკამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეებს ტყვეობაში აწამებენ და აშიმშილებენ.

"შარშან სექტემბერში მოხდა აზოვსტალის მცველების დიდი გაცვლა. ოთხი თვის განმავლობაში ტყვეობაში მყოფი სამხედროები დაბრუნდნენ. ყველამ იცის რა მდგომარეობაში დაბრუნდნენ: წონაში საშუალოდ 40 კგ დაიკლო, თირკმელები აიღეს. დაშვებული, ხერხემლის მოტეხილობა, დაზიანებული მუხლები, კუნთების მოტეხილობა, მხედველობა, სმენა, დაკარგული კბილები, შეძენილი ფსიქოლოგიური ტრავმა" - განაცხადა ზარიცკამ. 

მისივე თქმით, მიმდინარე წლის 6 მაისს კიდევ 45 აზოვსტალის დამცველი დაიბრუნეს და ამ ადამიანებმა, რომლებიც ერთი წლის წინ ჯანმრთელები და ძლიერები იყვნენ, ტყვეობაში დაიზიანეს ჯანმრთელობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი