ოლენა ზელენსკამ კორეის პრეზიდენტთან უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის საჭიროება განიხილა

გამოქვეყნდა:

ოლენა ზელენსკამ კორეის პრეზიდენტთან სეოკ-იოლთან, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის
საჭიროება განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას ოლენა ზელენსკა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"მე დავიწყე ვიზიტი კორეის რესპუბლიკაში აზიის ლიდერების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ქვეყნის პრეზიდენტთან, იუნ სეოკ-იოლთან შეხვედრით", - წერს ზელენსკა.

ზელენსკას თქმით, დღეს უკრაინას ასევე სჭირდება დახმარება იმ ტექნოლოგიებით, რომლითაც კორეა  განთქმულია. გარდა ამისა მან ხაზგასმით აღნიშნა, აფასებს იმ ფაქტს, რომ კორეა მზადაა უკრაინასთან ერთად დაიცვას საერთაშორისო სამართლის დარღვევები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი