უკრაინელმა სამხედროებმა ტავრიას ფრონტზე 18 ერთეული რუსული ტექნიკა გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ტავრიას ფრონტზე 18 ერთეული რუსული იარაღი და სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტავრიას ძალების დაჯგუფების მეთაური ალექსანდრე ტარნავსკი Telegram-ზე ავრცელებს.

მისივე ცნობით, განადგურდა 6 რუსული ქვეითი საბრძოლო მანქანა, 1 ტანკი, 2 უპილოტო საფრენი აპარატი Lancet-3, საზენიტო-სარაკეტო თავდაცვის სისტემა Silock-01, Aistyonok სარადარო სისტემა, Artikul-M ელექტრონული სიგნალების სადაზვერვო სისტემა და 152 მმ-იანი ჰაუბიცა. ამასთან, განადგურდა 2A65 Msta-B.

ტარნავსკის ცნობით, რუსები დიდ ძალისხმევას ამახვილებენ შეტევაზე ავდიივკასა და მარინკას ფრონტებზე. გასული დღის განმავლობაში ოკუპანტებმა 22-ჯერ შეუტიეს უკრაინის პოზიციებს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს და უკან დაიხიეს.

როგორც მან აღნიშნა, თავდაცვის ძალების სარაკეტო და არტილერიის ნაწილებმა ტავრიის ფრონტზე დღის განმავლობაში 672 საცეცხლე დავალება შეასრულეს. ეს რიცხვი ბატარეის საწინააღმდეგო ცეცხლს და ცეცხლს დაგეგმილ სამიზნეებს მოიცავს, რომლებიც იდენტიფიცირებული იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი