
დაბომბვის შედეგად ჩერნიგოვის რაიონში ტყის მასშტაბური ხანძრები გრძელდება. უკრაინული მედიის ცნობით, არეალის დადგენა აქტიური საომარი მოქმედებების გამო ჯერჯერობით შეუძლებელია.
"მტრის დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა ნოვგოროდ-სივერის სატყეო ფილიალის ტყის მასივების ტერიტორიაზე. ამ დროისთვის, სემენივის სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე 2 უბანში", - ნათქვამია
უკრაინის ტყეების შეტყობინებაში.
სახელმწიფო საწარმოს ინფორმაციით, სოფელ ბლეშნიასა და მხას მაცხოვრებლები სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებით ადრე იქნა ევაკუირებული. თუმცა ხანძრის გავრცელების საშიშროება არსებობს შემდეგ დასახლებებზე - ორლიკივკაზე და ბარანივკაზე, სადაც ხალხი ცხოვრობს.