"რუსეთის შეტევითი მოქმედებების პოტენციალი სრულად ამოწურულია" | ბუდანოვი

გამოქვეყნდა:

"რუსეთის შეტევითი მოქმედებების პოტენციალი უკვე სრულად ამოწურულია, მაგრამ მას თავდაცვის სერიოზული პოტენციალი აქვს", - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა გადაცემა "სხვადასხვა ხალხისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ეს შეტევითი პოტენციალი სრულიად ამოწურულია, თუმცა ახლა მათ თავდაცვის სერიოზული პოტენციალი აქვთ . მართალია მათ ააგეს ეშელონური, სწორი, ძლიერი თავდაცვა, მაგრამ ეს აღარ არის რუსული არმია, რომელსაც შეეძლო სერიოზული შეტევითი ოპერაციების ჩატარება", - განაცხადა ბუდანოვმა.

როგორც მან აღნიშნა, ჯგუფს, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე უშუალოდ საომარ მოქმედებებში მონაწილეობს, დაახლოებით 370 000 სამხედრო კომპონენტი ჰყავს, 20 000-ზე ცოტა მეტი ეროვნული გვარდიის ჯარისკაცი და სულ დაახლოებით 7 000 სხვადასხვა ტიპის გასამხედროებული ფორმირებები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი