რუსებმა ხერსონის რაიონის სოფელი დაბომბეს | დაშავდა სამი ბავშვი

გამოქვეყნდა:

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის სოფელი მოლოდიჟნე დაბომბეს. ავიაიერიშის შედეგად დაშავდა სამი ბავშვი და 59 წლის ქალი.

მისივე ცნობით, დაბომბვის შედეგად 8 წლის გოგომ ტვინის შერყევა მიიღო. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ასევე ორ ბავშვს, 10 წლის გოგოს და 7 წლის ბიჭს, მწვავე სტრესული რეაქცია დაუდგინდა.

პროკუდინის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი