მედია: ჩინეთმა უცხოურ საელჩოებს მოუწოდა, არ გამოიყენონ შენობების გარე კედლები "პოლიტიკური პროპაგანდისთვის"

გამოქვეყნდა:

იაპონური მედიის ინფორმაციით, ჩინეთმა უცხოურ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, არ გამოიყენონ თავიანთი შენობების გარე კედლები "პოლიტიკური პროპაგანდისთვის", რაც უკრაინის მხარდაჭერის ნიშნებსაც გულისხმობს.

იაპონური სააგენტო Kyodo წერს, რომ ამ ნაბიჯს ევროპისა და სხვა რეგიონების დიპლომატების ნეგატიური რეაქცია მოჰყვა და არცერთმა მათგანმა არ მოხსნა აბრები.

სააგენტოს ინფორმაციით, პეკინში ბევრმა საელჩომ უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად დაკიდა უკრაინის დროშის შემცველი აბრები და ჩინურ და ინგლისურ ენებზე წარწერები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი