ბრიტანეთის პრემიერი ევროპელ ლიდერებთან უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიან გეგმებს განიხილავს

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის რიში სუნაკის განცხადებით, ის აპირებს, რომ შეხვდეს სხვადასხვა ლიდერებს ევროპის საბჭოს სამიტზე ისლანდიაში და განიხილოს უსაფრთხოების გრძელვადიანი შეთანხმებები, რომლებიც საჭიროა უკრაინის მხარდასაჭერად.

"მე ვესაუბრები სხვა ქვეყნებს, დავრწმუნდები, რომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, მათ მხარდაჭერას, რაც მათ სჭირდებათ რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად და ასევე დავიწყებთ განხილვას უსაფრთხოების უფრო გრძელვადიან შეთანხმებებზე, რომელთა განხორციელებაც საჭიროა უკრაინის მხარდასაჭერად", - განაცხადა სუნაკმა.

შეგახსენმებთ, დიდი ბრიტანეთი იქნება პარტნიორთა კოალიციის მთავარი ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის საჰაერო ძალების მშენებლობას. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი