"რუსეთთან ომი პუტინის იმპერიალიზმის გამარჯვებით არ დასრულდება" | შოლცი

გამოქვეყნდა:

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რეიკიავიკში ევროპის საბჭოს სამიტზე გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მშვიდობიანი ევროპული წესრიგით პუტინის გამარჯვებით არ დასრულდება.

"ერთ დღეს რუსეთის ომი დასრულდება. ერთი რამ ცხადია, რომ ეს არ დასრულდება პუტინის იმპერიალიზმის გამარჯვებით. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას, სანამ სამართლიანი მშვიდობა არ დამყარდება", - განაცხადა შოლცმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი, რომელიც ევროპამ ევროპული სამშვიდობო წესრიგის წინააღმდეგ რუსული აგრესიისგან უნდა ისწავლოს, არის "უკრაინის მთელი ძალით მხარდაჭერის აუცილებლობა მის დემოკრატიულ ევროპულ გზაზე რუსული აგრესიისგან დაცვაში, სამართლებრივი ინსტიტუტების გაძლიერება, რეკონსტრუქციის დროს"

მანვე აღნიშნა, რომ ევროკომისია მნიშვნელოვანია ოკუპანტების, რუსი სამხედრო დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემისთვის და რუსეთის ფედერაციის მიერ მიყენებული წარმოუდგენელი ზარალის კომპენსაციის ანაზღაურების მექანიზმის ჩამოყალიბებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი