კიევზე თავდასხმისას Patriot-ის სისტემა სავარაუდოდ დაზიანდა, მაგრამ არ განადგურებულა - CNN

გამოქვეყნდა:

ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ ამერიკული წარმოების Patriot საჰაერო თავდაცვის სისტემა სავარაუდოდ დაზიანდა, მაგრამ არ განადგურებულა სამშაბათს დილით,  კიევში და მის გარშემო რუსული სარაკეტო იერიშის დროს.

აშშ ჯერ კიდევ აფასებს, რამდენად დაზიანებულია სისტემა, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რაც განსაზღვრავს სისტემის უკან დახევა იქნება საჭირო, თუ შესაძლებელი იქნება მისი ადგილზე შეკეთება უკრაინის მიერ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ კიევზე ჰიპერბგერითი რაკეტა "კინჟალის" გამოყენებით გაანადგურეს "პატრიოტის" საზენიტო სარაკეტო სისტემა. 

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა სამშაბათს განაცხადეს, რომ მათ წარმატებით ჩამოაგდეს რუსების მიერ გასროლილი ექვსივე ჰიპერბგერითი რაკეტა, მაგრამ უკრაინულ მხარეს არ გაუკეთებია კომენტარი დაზიანდა თუ არა "პატრიოტის" სისტემა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი