"რეგულარული დაბომბვები ადასტურებს, რომ რუსეთზე ზეწოლისთვის მსოფლიოს კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაციაა საჭირო" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"რეგულარული დაბომბვები ადასტურებს, რომ რუსეთზე ზეწოლისთვის მსოფლიოს კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაციაა საჭირო", - ამის შესახებ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი საუბრობს.

ხერსონის ოლქის რუსული დაბომბვის შედეგად დღეს კიდევ ერთი ბავშვი დაიღუპა. ეს იყო ტერორისტების მორიგი საარტილერიო დარტყმა. ხალხი უბრალოდ ქუჩაში იყო, მაღაზიასთან. 

სუმის, ჩერნიგოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს ოლქებისა და დონბასის რეგულარული დაბომბვა - ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად მსოფლიოს კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაციაა საჭირო, - ამბობს ზელენსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი