
"[სტრასბურგის] გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მთელი ეს PR-კამპანია, რომელიც მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა, დასრულდა კრახით", - ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის საქმეზე.
„[სტრასბურგის სასამართლოს] გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მთელი ეს PR-კამპანია, რომელიც ოფიციალურად მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა, დასრულდა კრახით. საბოლოო ჯამში, როდესაც საქმე მიდის არგუმენტებთან, დადასტურდა ერთი რამ - თითოეულის სიტყვის უკან, რომელსაც ჩვენ ვამბობდით, იყო მტკიცებულება. შესაბამისად, ეს იყო სიმართლე. ხოლო ეს ადამიანები შეგნებულად ატყუებდნენ საზოგადოებას. ეს [სასამართლოს გადაწყვეტილება] ნამდვილად დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა მათთვის, ხოლო ჩვენთვის იყო სრულიად მოსალოდნელი და ლოგიკური შედეგი“, - ამბობს ბრეგაძე.
იხილეთ ასევე: