კიევზე საჰაერო შეტევა იყო - წინასწარი მონაცემებით, უკრაინის თავდაცვამ რუსეთის ყველა რაკეტა გაანადგურა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის დედაქალაქ კიევზე. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის წინასწარი ინფორმაციით, კიევის საჰაერო სივრცეში მტრის ყველა სამიზნე იქნა აღმოჩენილი და განადგურებული. 

სერგეი პოპკოს თქმით, რუსეთმა კიევს შეუტია Tu-95MS, Tu-160 ბომბდამშენებით კასპიის რეგიონიდან, სავარაუდოდ X-101/555 ტიპის ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით. ასევე, მისი განცხადებით, რაკეტების გაშვების შემდეგ მტერმა დედაქალაქის თავზე თავისი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატები განათავსა.

ნამსხვრევების ჩამოვარდა დესნიანსკისა და დარნიცკის რაიონებში, დარნიცკის რაიონში ავტოფარეხის კოოპერატივის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი