სარაკეტო იერიში ოდესაზე - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი

გამოქვეყნდა:

უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ოდესაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, საღამოს ოდესაზე ძლიერი სარაკეტო შეტევა იყო. 

მისი თქმით, რუსებმა სამრეწველო ობიექტს დაარტყეს.

სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, სერგეი ბრაჩუკმა Telegram-ზე განაცხადა, რომ მტრის რაკეტების უმტესეობა ჩამოაგდეს:

"მტრის რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდეს ზღვის თავზე საჰაერო თავდაცვის ძალებმა. სამწუხაროდ, სამრეწველო ობიექტს დაარტყეს: 1 ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა", - დაწერა მან.

თავდასხმის შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაცია ზუსტდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი