რუსებმა უკრაინაში უკვე 482 ბავშვი მოკლეს

გამოქვეყნდა:

18 მაისის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 482 ბავშვი დაიღუპა, ჯამში, დაზარალდა 978 -ზე მეტი არასრულწლოვანი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:

დონეცკის რეგიონში - 459; ხარკოვის ოლქში - 277, კიევის ოლქში - 128, ჩერნიგოვის ოლქში - 70, ლუგანსკის ოლქში - 66, ნიკოლაევის ოლქში - 89, ხერსონის ოლქში - 102, ზაპოროჟიეს ოლქში - 90, დნეპროპეტროვსკის ოლქი - 70.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი