ღარიბაშვილმა ერდოღანს I ტურში წარმატება მიულოცა და II ტურის წარმატებით ჩატარება უსურვა

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა. მთავრობის ცნობით, ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არჩევნების წარმატებით ჩატარება, პირველ ტურში მიღწეული წარმატება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ ხმათა უმრავლესობის მოპოვება მიულოცა.

"პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ერდოღანის პერსონალურ როლს როგორც თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში, ასევე რეგიონის მდგრად და სტაბილურ განვითარებაში იმ ერთობლივი, საერთაშორისო ხასიათის პროექტების მხარდაჭერით, რომელშიც თურქეთი და საქართველო არიან ჩართულნი", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მთავრობის ცნობით, ღარიბაშვილმა ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წარმატებით ჩატარება უსურვა.

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 50%-ზე მეტის აღება ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოახერხა. ქვეყანაში მეორე ტური 28 მაისს გაიმართება. მეორე ტურში მონაწილეობას მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი მთავარი ოპოზიციონერი მოწინააღმდეგე ქემალ ქილიჩდაროღლუ მიიღებენ. იხილეთ ასევე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი