
უკრაინისთვის თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავების შესაძლო გადაცემის საკითხს ივნისში, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განიხილავენ - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მოველით, რომ ეს განიხილება ივნისში ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე“, - განაცხადა მან.
უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ მიმართა დასავლელ მოკავშირეებს მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მოთხოვნით. სამხედრო მოსამსახურეებმა აღნიშნეს, რომ ისინი სასარგებლო იქნება არა მხოლოდ კონტრშეტევის დროს, არამედ ცის დასაცავად რუსული მასიური თავდასხმებისგან.