
შვედეთში, 3 000-დან 5 000-მდე უკრაინელმა ჯარისკაცმა თანამედროვე დასავლური აღჭურვილობის სწავლება გაიარა. უკრაინული ბრიგადა აღჭურვილი იყო თანამედროვე დასავლური ტექნოლოგიით, მათ შორის Leopard 2 ტანკები, CV-90 საბრძოლო მანქანები და Archer საარტილერიო სისტემები.
უცხოური მედია წერს, რომ ეს სწავლება ბრიგადას აქცევს ერთ-ერთ ყველაზე ქმედუნარიან ქვედანაყოფად, რომელიც მონაწილეობას მიიღებს მომავალ კონტრშეტევაში.
The Times-ის ცნობით, შვედეთში სწავლების დასრულების შემდეგ, უკრაინული ბრიგადა მიმდინარე თვეში საბრძოლო მზადყოფნის მიზნით უკრაინაში დაბრუნდა.
უკრაინელი ჯარისკაცების სწავლების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას შვედეთის თავდაცვის ძალებში ოფიციალურად არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.