მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან აეროპორტამდე | თბილისში, დღეს, რუსეთიდან პირველი რეისი ჩამოფრინდება

გამოქვეყნდა:

19 მაისს, 13:50 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, ოკუპანტი რუსეთიდან პირველი თვითმფრინავი დაჯდება. რეისს: მოსკოვი-თბილისი რუსული სანქცირებული ავიაკომპანია Azimuth Airways-ი შეასრულებს. 

სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები ამ რეისს საპროტესტო აქციით დახვდებიან. მოძრაობა "დროას" ორგანიზებით, მოქალაქეები 12:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და თბილისის აეროპორტის მიმართულებით ავტომობილებით მსვლელობას დაიწყებენ.

აქციას შეუერთდებიან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, სტუდენტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები, რომლებისთვისაც ოკუპანტ სახელმწიფოსთან ფრენების აღდგენა მიუღებელია.

"19-ში, 12:00 საათზე, ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე (ველოსიპედთან) და ერთად კოლონით დავიძრებით აეროპორტისკენ, რათა გავაპროტესტოთ მოსკოვი-თბილისის პირველი რეისი, რომელიც თბილისის აეროპორტში 13:50-ზე დაჯდება", - ნათქვამია "დროას" განცხადებაში.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი