რუსეთმა უკრაინაზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა - საჰაერო ძალების ცნობით, ჩამოაგდეს 16 "შაჰიდი" და 3 "კალიბრი"

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ 19 მაისის ღამეს გაანადგურეს რუსების მიერ ნასროლი 22 "შაჰიდიდან" 19 და 6 "კალიბრიდან" 3.

შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთი თავს დაესხა უკრაინას ჩრდილოეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებებიდან "შაჰედ-136/131" თვითმფრინავებითა და შავ ზღვაში გემებიდან "კალიბრის" ფრთოსანი რაკეტებით.

დედაქალაქ კიევის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მტრის ყველა სამიზნე, რომელიც იმ ღამეს კიევის მიმართულებით მოძრაობდა.

დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივოი როგზე რუსების თავდასხმის შედეგად დაზიანდა კერძო სამრეწველო საწარმოს შენობა და საოფისე შენობა, დაშავდა 2 ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი