ზელენსკი ივლისში მშვიდობის სამიტის ჩატარებას გეგმავს

გამოქვეყნდა:

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 500 დღის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის სამიტის ჩატარებას აპირებს. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა "პრავდა" ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ დიდი შვიდეულის ქვეყნების შეკრებაზე განაცხადა. 

„ძალიან მალე, უკვე ივლისში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის 500 დღე შესრულდება. რაც დროის სიმბოლური პერიოდია. საუკეთესო თვე მშვიდობის ფორმულის სამიტისა და გლობალური უმრავლესობის სამიტის მოსაწვევად. ყველას, ვინც მხარს უჭერს პატიოსნებას და ამ ომის დასრულება სურს, გეპატიჟებით, შეუმოურთდით საერთო ძალისხმევას!” - თქვა ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი