"ჩვენი ჯარების წინსვლა მტერს ბახმუტში დარჩენის შესაძლებლობას ურთულებს" | მალიარი 

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის თქმით, ბახმუტში უკრაინული ჯარები წინსვლას აგრძელებენ, რაც ოკუპანტების ადგილზე ყოფნას კიდევ უფრო ართულებს.

"ფლანგების გასწვრივ გარეუბნებში ჩვენი ჯარების წინსვლა, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, ძალიან ურთულებს მტერს ბახმუტში დარჩენის შესაძლებლობას.

ჩვენმა ჯარებმა ქალაქი ნახევრად ალყაში მოაქციეს, რაც მტრის განადგურების შესაძლებლობას გვაძლევს. ამიტომ მტერმა უნდა დაიცვას თავი ქალაქის იმ ნაწილში, რომელსაც აკონტროლებს", - თქვა მალიარმა.

მალიარმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ლიტიკარის დასახლებაში უკრაინელები კონტროლს ინარჩუნებენ 
სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და ბახმუტის კერძო სექტორზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი