
რუსებმა ხერსონის ოლქის სოფელი სტანისლავი დაბომბეს. მომხდარის შედეგად 12 სახლი, კულტურული ცენტრი, მაღაზია და კიდევ ორი შენობა დაზიანდა. ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციამ Telegram-ზე ავრცელებს.
"რუსული თვითმფრინავები აგრძელებენ სტანისლავის თავდასხმას. 12 სახლი, კულტურული ცენტრი, მაღაზია და კიდევ ორი სამოქალაქო შენობა დაზიანდა სოფელზე ღამის თავდასხმის დროს მართვადი საჰაერო ბომბებით", - ნათქვამია ინფორმაციაში,
მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.