ბაიდენს ჯერ არ გადაუწყვეტია ვინ გადასცემს უკრაინას F-16-ს | თეთრი სახლი

გამოქვეყნდა:

აშშ მხარს დაუჭერს ერთობლივ საერთაშორისო ძალისხმევას, უკრაინელი მფრინავების მომზადებისთვის თანამედროვე გამანადგურებელ თვითმფრინავებზე - მაგრამ იქნება თუ არა, რომელიმე ამ თვითმფრინავის გაგზავნა პირდაპირ აშშ-დან უკრაინაში, ან სხვა მოკავშირე ქვეყნებიდან ჯერ კიდევ  უცნობია - ამის შესახებ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა  განაცხადა.

"ჩვენ უფრო მეტად ვეძებთ მესამე მხარის ტრანსფერებს, მაგრამ პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია" - განუცხადა სალივანმა კვირას CNN-ს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ხანია სთხოვს დასავლელ  მოკავშირეებს უკრაინას თავიანთი თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავები გაუგზავნოს, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაციამ არაერთხელ უარყო ეს მოთხოვნა. ამის ნაცვლად, კი აშშ-მ  უკრაინაში ტანკები, არტილერია და საბრძოლო მასალა გაგზავნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი