უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 22 მაისის ღამეს გაანადგურეს რუსეთის 20 დრონი და 4 რაკეტა

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ დნიპროზე 22 მაისს მიტანილი იერიშისას გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის 16 რაკეტა და 20 უპილოტო საფრენი აპარატი "შაჰიდი".

საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ მათ გაანადგურეს 4 ფრთოსანი რაკეტაც.

უწყების ცნობით, რუსეთმა კასპიისა და აზოვის ზღვების რეგიონებიდან, ასევე კურსკის ოლქიდან Ту-95мс და Ту-22м3 ბომბდამშენებიდან ისროლა 9 ფრთოსანი რაკეტა, 2 ბალისტიკური რაკეტა "ისკანდერი" გაუშვეს ოკუპირებული ყირიმიდან, 5  რაკეტა S-300 ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილიდან, 20 ირანული დამრტყმელი თვითმფრინავი "შაჰედ-136/131" სამხრეთ და ჩრდილოეთ მიმართულებებიდან.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გაანადგურეს ოცივე დრონი და 4 ფრთოსანი რაკეტა.

დნეპროპეტროვსკის ოლქში თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი ბინები, კერო საწარმოს შენობები და მანქანები. დაშავდა 8 ადამიანი, მათგან 3 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი