გახარიას დაპირების მიუხედავად, მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ ვერ გადადიან

გამოქვეყნდა:

მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ პრემიერის, გიორგი გახარიას დაპირება, გახსნილიყო სარფის საზღვარი საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც თურქეთში მუშაობის უფლება მიენიჭათ, შეუსრულებელი დარჩა. ისინი აცხადებენ, რომ საზღვარზე არსებული მდგომარეობა კანონთან შესაბამისობაში არ მოდის.

როდესაც დავაპირე საზღვრის კვეთა, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც დამხვდა ადგილზე, მეუბნება, რომ გახარიას განცხადება ჩვენამდე არ მოსულა და საზღვარს ვერ დაგატოვებინებთო, - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს მთავრობის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას დამსაქმებლის ცნობის საფუძველზე შეძლებენ. ცნობა სამთვიანი უნდა იყოს და ის თურქეთში დამსაქმებლის მიერ უნდა იყოს გაცემული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი