შეტაკებებია ბელგოროდის ოლქში - შეიარაღებული ჯგუფები ამბობენ, რომ დასახლებული პუნქტები "გაათავისუფლეს"

გამოქვეყნდა:

22 მაისს "რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" (РДК) და ლეგიონმა "რუსეთის თავისფულებამ", რომლებიც ამბობენ, რომ იბრძვიან უკრაინის მხარეს, განაცხადეს, რომ ბელგოროდის ოლქის კოზინკასა და გორა-პოდოლის დასახლებებში შევიდნენ.

ბელგოროდის გუბერნატორმა განაცხადა, რომ "უკრაინის დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფებმა" რეგიონის საზღვარი გადაკვეთეს. ის ამბობს, რომ რუსეთის სასაზღვრო სამსახური, FSB და რუსეთის ეროვნული გვარდია ერთად მუშაობენ, რათა მტრის განეიტრალება შეძლონ. 

"რუსეთის სამხედრო ძალების სასაზღვრო სამსახური, FSB და რუსეთის ეროვნული გვარდია ერთად იღებენ საჭირო ზომებს, რათა მტერი გაანეიტრალონ. დეტალებს მოგვიანებით შეგატყობინებთ," - წერს გუბერნატორი Telegram-ის არხზე. 

მანამდე გუბერნატორმა გაავრცელა ცნობა, რომ ბელგოროდში, კერძოდ კი სოფელ გლოტოვოში, უკრაინელების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. გუბერნატორის ცნობით, ბელგოროდი რამდენიმე საათის განმავლობაში იბომბებოდა.

ლეგიონმა გამოაქვეყნა ვიდეო მიმართვა რუსეთის საზღვრისპირა რეგიონების მაცხოვრებლებისადმი და მოუწოდა მათ, დარჩნენ სახლში, არ გუწიონ წინააღმდეგობა.

გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა უკრაინის დაზვერვის სამსახურის პრესსპიკერი, ანდრეი იუსანოვი. ისანოვმა ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებს "უსაფრთხო ზონის" შექმნა უწოდა, რათა უკრაინელები დაიცვან. 

"დიახ, დღეს რუსეთის მოხალისეების კორპუსმა და რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისგან შედგებიან, დაიწყეს ბელგოროდის რეგიონის ე.წ პუტინის რეჟიმისგან გათავისუფლებისა და მტრის ხაზების უკან წაწევის ოპერაცია, რათა უკრაინელი სამოქალაქოებისთვის უსაფრთხოების ზონები შეიქმნას," - ამბობს იუსოვი. 

როგორც ის ამბობს, ოპერაცია მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების მიერ ტარდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი