
გასული თვის განმავლობაში, საგანგებო ვითარებაში უგზო-უკლოდ დაკარგულთა კომისიის სამძებრო ჯგუფმა ოკრაინის დეოკუპირებულ ნაწილებში დაკარგული უკრაინელის 50 ცხედარი იპოვა. ინფორმაციას უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისარიი ოლეგ კოტენკო ავრცელებს.
კოტენკომ გამოაქვეყნა ფოტოებიც, რომლებიც მათ დონეცკის, ლუგანსკის და ხარკოვის რეგიონებში სამძებრო ჯგუფების მეთაურმა, ოლექსი იუკოვმა მიაწოდა.
"ფოტოები გადაღებულია გათავისუფლებულ ტერიტორიებზე შესაძლო საფლავების ადგილმდებარეობის დამუშავებისას. მხოლოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მაძიებლებმა ორმოცდაათი ცხედარი ამოიღეს", - განაცხადა კომისარმა.