
კერძო დაქირავებული სამხედრო ჯგუფის "ვაგნერის" ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი ბახმუტის დატოვების შესახებ კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. როგორც პრიგოჟინი ამბობს, ბახმუტს პირველ ივნისამდე დატოვებენ და ქალაქს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებს ჩააბარებენ.
"ვაგნერი არტემოვსკს (ბახმუტის საბჭოთა სახელი .ავტ) 25 მაისიდან პირველ ივნისამდე დატოვებს," - ამბობს პრიგოჟინი Telegram-ზე გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში.
მანამდე პრიგოჟინი ამტკიცებდა, რომ მათ 21 მაისს ბახმუტი სრულიად გაათავისუფლეს, თუმცა უკრაინული მხარე ამ ინფორმაციას უარყოფს და წერს, რომ ისინი კვლავ აკონტროლებენ ქალაქის გარკვეულ ნაწილს და ნელი ტემპით წინ მიიწევენ.