"ჩვენ ველით ახალ მოლაპარაკებებს... იქნება მეტი იარაღი ჩვენი ჯარისკაცებისთვის" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა უკვე ემზადება ახალი შეხვედრებისთვის და მოლაპარაკებებისთვის, რაც  უკრაინულ ჯარს საშუალებას მისცემს მეტი იარაღი მიიღოს.

"ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება ამ და მომდევნო კვირებისთვის. ველოდებით ახალ შეხვედრებს და მოლაპარაკებებს, ხოლო უფრო მეტად - ვიზიტებს ჩვენთან, ჩვენს სახელმწიფოში. იქნება მეტი იარაღი ჩვენი ჯარისკაცებისთვის", - თქვა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენსკიმ პირობა დადო, რომ "ინტენსიური" საგარეო პოლიტიკა გაგრძელდება სხვადასხვა "არასტანდარტული ფორმებით" და "მსოფლიოს მაქსიმალური სასარგებლო ყურადღებით უკრაინის დაცვის მიმართ". 

მისივე თქმით, უკრაინისთვის აუცილებელია საჰაერო თავდაცვა, არტილერია, ჯავშანტექნიკა, ჭურვები, წვრთნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი