ომმა რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა | ვინ არიან რუსული საბრძოლო დაჯგუფებები და რა ხდება ქალაქში - ბოლო ცნობები

გამოქვეყნდა:

ომმა რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა. დღის განმავლობაში ფრონტის ხაზიდან ვრცელდება ცნობები რამდენიმე შეიარაღებული შენაერთის ბელგოროდის ოლქში შესვლისა და სოფლების დაკავების შესახებ. წინასწარი ცნობებით, საუბარია უკრაინის საზღვართან მდებარე სამ სოფელზე, რომლებიც ბელგოროდის ოლქში თითქმის ათი კილომეტრის სიღრმეში მდებარეობს. 

უკრაინის შეიარაღებული ძალები საკუთარი სამხედრო ნაწილების გადასვლას რუსეთში არ ადასტურებს. კიევში ამბობენ, რომ ეს რუსეთის მოქალაქეების მიერ შექმნილი შენაერთებია - მოხალისეთა რუსული კორპუსი და ლეგიონი რუსეთის თავისუფლება. ბელგოროდსა და მთელ ოლქში კი ახლა პანიკა შეინიშნება - სოციალურ ქსელებში ვრცელდება ქალაქიდან ევაკუაციის კადრები.

ავტორი: ნათია ტრაპაიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი