ბახმუტმა შეასრულა თავისი მოვალეობა, განადგურდა ყველაზე დიდი რუსული დაჯგუფება - მამუკა მამულაშვილი

გამოქვეყნდა:

ქალაქ ბახმუტში რუსეთმა გამარჯვება იზეიმა, თუმცა უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ბრძოლა გრძელდება. 

უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ ბახმუტში შესრულებულია ერთ-ერთი მთავარი მისია - განადგურებულია ყველაზე სასტიკი რუსული დაჯგუფება "ვაგნერი", 40 000 მებრძოლი.

"ბახმუტის მონაკვეთი რჩება საკმაოდ ცხელი წერტილი. ბახმუტმა შეასრულა თავისი მოვალეობა, შეიძლება ითქვას და ბახმუტში განადგურდა ყველაზე დიდი რუსული დაჯგუფება "ვაგნერი". განადგურებულია 40 000 კაცი, რუსული არმიის ბოლო საუკეთესო ნაწილი. ქალაქი ფაქტობრივად წაშლილია, დიდი ნაწილი არის დანგრეული, საარტილერიო დარტყმებიდან გამომდინარე, საკმაოდ მძიმე სიტუაციაა", - ამბობს მამუკა მამულაშვილი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი