
უკრაინაში სანქციების პოლიტიკაში კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს განყოფილების უფროსი, აგია ზაგრებელსა აფრთხილებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროკავშირის სანქციების 11 პაკეტი სწორედ მეორად სანქციებს ეხება.
ზაგრებელსა მოუხედავად საქართველოს ხელისუფლების ღიად პრორუსული ნარატივსა, იმედოვნებს რომ ქართველი ხალხის მკაფიოდ პროდასავლური განწყობა ხელისუფლებას რუსეთისკენ სვლის საშუალებას არ მისცემს.
"იქნება მეორადი სანქციები, მათ შორის ჩინეთის, ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისა და შესაძლოა საქართველოს კომპანიებისთვისაც, რომლებიც ეხმარებოდნენ რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში. ეს კომპანიები ჩვენ ვიცით. ვხედავთ პრორუსულ ნარატივებს, რომლებსაც გზავნის საქართველოს ხელისუფლება და არის ხალხი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას. მათ აქვთ არჩევანი, უნდათ ევროკავშირში, ხალხის ეს გავლენა კი იმდენად ძლიერია, რომ ხელისუფლებას უწევს ბალანსირება. მიუხედავად იმისა, რომ მათ სურთ პირდაპირ რუსეთში, იმედია ეს ზეწოლა აიძულებს მათ არ გადადგან არასწორი ნაბიჯები, ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებას დიდი შანსები არ აქვს და მათ ადგილზე არ გავრისკავდი", - ამბობს ზაგრებელსკა.