
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) წერს, რომ ბახმუტში რუსი სამხედროები განსაკუთრებით დაუცველი არიან, რადგან რუსეთის თავდასხმებმა ამ მხარეში კულმინაციას მიაღწია. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს უკრაინელებს შესაძლებლობას აძლევს განახორციელონ შემდგომი კონტრშეტევები ბახმუტის ფლანგზე.
ყოველდღიურ მიმოხილვაში ISW-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსებისთვის დამატებით რისკს წარმოადგენს "ვაგნერის" ძალების ბახმუტიდან გაყვანა, რაც ევგენი პრიგოჟინმა უკვე დააანონსა.
ანალიტიკოსები წერენ, რომ თუ "ვაგნერელები" ბახმუტს დატოვებენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შესაძლოა, მოუწიოს ამ სექტორის დაკომპლექტება ცუდად გაწვრთნილი და აღჭურვილი ქვედანაყოფებით.