
"საფრანგეთის ხელისუფლება მზადაა უკრაინასთან შეთანხმებას შეუწყოს უსაფრთხოების ვალდებულებები, რაც დაეხმარება უკრაინას თავის დაცვაში გრძელვადიან პერსპექტივაში", - ამის შესახებ საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"საფრანგეთი მზადაა უკრაინასთან შეთანხმებას უზრუნველჰყოს უსაფრთხოების ვალდებულებები, რაც დაეხმარება უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში დაიცვას საკუთარი თავი და შეაჩეროს მომავალი აგრესიის აქტები, როგორც ჩვენმა ლიდერებმა დაადასტურა 36-ე ფრანკო-ბრიტანეთის სამიტის დეკლარაციაში" - განაცხადა პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, საფრანგეთი პარტნიორებთან თანამშრომლობით აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერის საუკეთესო გზის განხილვას გრძელვადიან პერსპექტივაში და ყველა სფეროში.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ელის, რომ უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს ვილნიუსში NATO-ს მომავალი სამიტის დროს.