რუსებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს | დაშავდა მოქალაქე და დაზიანდა ინფრასტრუქტურა

გამოქვეყნდა:

რუსულმა ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს ხარკოვის ოლქის ქალაქ ვოვჩანსკსა და სოფელ ლიპტსს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, ცალკეული სახლები კი დაზიანდა. ინფორმაციას ხარკოვის ოლქის პოლიცია ავრცელებს.

"2023 წლის 23 მაისს რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ჩუჰუივის რაიონის ქალაქი ვოვჩანსკი. დაშავებულია 33 წლის მშვიდობიანი მოქალაქე. მას ჭრილობები მიყენებული აქვს და საშუალო მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანებულია ცალკეული სახლები" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხარკოვის ოლქის სოფელ ლიპტში ოპერატიული საგამოძიებო ჯგუფები და ასაფეთქებელი ნივთიერებების ექსპერტები მუშაობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი