უკრაინა 7 რეგიონში ომის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 588 მლნ გამოყოფს

გამოქვეყნდა:

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება შვიდი რეგიონისთვის აღდგენითი პროექტების განსახორციელებლად 588 მილიონი გამოყოს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა დენის შმიგალმა განაცხადა.

ცნობილია, რომ თანხა გამოიყო დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, კიევის, ოდესის, პოლტავასა და ხარკოვის რეგიონებისთვის.

ისინი გამოყოფილ თანხას 26 პროექტის განსახორციელებლად გამოიყენებენ. შერჩეული პროექტები მიზნად ისახავს საავადმყოფოების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ცენტრალური სამეცნიერო ცენტრის, საზოგადოებრივი და კულტურული ცენტრების აღდგენას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი