
ვარშავა მზადაა 30 000-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გადაამზადოს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ მზად ვართ მოვამზადოთ 30 000 ჯარისკაცი, ეს პროცესი ნამდვილად კარგად მიმდინარეობს", - განაცხადა მარიუშ ბლაშჩაკმა.
მისი თქმით, ევროპულმა ინსტიტუტებმა პოლონეთში უკრაინელი სამხედროების მომზადების პერსპექტივები დადებითად შეაფასეს.