
"დივერსიულ აქტებზე პასუხისმგებლობა კიევის რეჟიმსა და მის სპონსორ სახელმწიფოებს ეკისრებათ", - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა თქვა და
ბელგოროდის ოლქში საომარ მოქმედებებს გამოეხმაურა.
"პასუხისმგებლობა მათზე (დივერსიულ აქტებზე - TASS) ეკისრება კიევის რეჟიმს და საბოლოო ჯამში მის სპონსორებს ოკეანის გაღმა, ანუ ვაშინგტონსა და ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად ისეთ სახელმწიფოებთან, როგორებიცაა ბრიტანეთი და სხვა. ეს არის მათი პირდაპირი და უშუალო პასუხისმგებლობა" - თქვა მედვედევმა.
მისივე თქმით, საომარ მოქმედებებში მონაწილე პირები "ვირთხებივით უნდა განადგურდნენ".
"რაც შეეხება ამ ნაძირლებს - სხვა გზა არ არის მათი დარქმევა - შეიძლება მათი დახასიათება სხვადასხვანაირად. ერთადერთი კითხვაა, რა უნდა გაკეთდეს მათთან? უბრალოდ უნდა გაანადგურო ისინი, როგორც ვირთხები. ისინი პატიმრები არიან...
რაც არ უნდა გესმოდეთ კიევიდან იმის შესახებ, თუ როგორ არ უკავშირდება მათ ეს დივერსიული თავდასხმები, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ტყუილია. აბსოლუტური ტყუილი" - თქვა მედვედევმა.
ბელგოროდის რეგიონში პროუკრაინული ჯგუფების გამოჩენის შესახებ ინფორმაცია 22 მაისს გავრცელდა. როგორც ეს ჯგუფები, "რუსეთის თავისუფლების ლეგიონი" და "რუსეთის მოხალისეთა კორპუსი" აცხადებენ, მათი მიზანია რომ უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონა შექმნან, რათა რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა ვეღარ მოახერხონ.
უკრაინული მხარე ამბობს, რომ შეიარაღებული ჯგუფის ყველა წევრი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის განცხადებით, უკრაინას ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებთან არანამეირი კავშირი არ აქვს.
იხილეთ ასევე: