სლოვენიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

გამოქვეყნდა:

სლოვენიის პარლამენტმა მიიღო დეკლარაცია, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს უკრაინელი ხალხის გენოციდად ცნობს, - ინფორმაციას სლოვენური გამოცემა ავრცელებს.

დეკლარაციაში პარლამენტარები გმობენ "გენოციდულ აქტებს, რომლებმაც გამოიწვია მილიონობით უკრაინელის სიკვდილი და დიდი ზიანი მიაყენა უკრაინული საზოგადოების საფუძვლებს"

დოკუმენტი ასევე გმობს და უარყოფს ჰოლოდომორთან დაკავშირებულ, "ისტორიული ფაქტების დამახინჯების მცდელობებს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი