
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინას უკვე აქვს იარაღის მინიმალური საჭირო რაოდენობა კონტრშეტევის დასაწყებად.
"ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება და ჩვენ მეტ დროს ვერ დავკარგავთ. ჩვენ უკვე გვაქვს მინიმუმი იარაღი და სხვა აღჭურვილობა. მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს მალე დაიწყება," - თქვა ბუდანოვმა.
ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა გამოიყენებს ყველა არსებულ ძალას და საშუალებას რუსეთის უკრაინის ტერიტორიებიდან განდევნისთვის. მისივე თქმით, წარმატებული ოპერაციისთვის საჭირო იქნება "იარაღისა და საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მარაგი".